საქართველოში ისევ ჩნდება კორონავირუსის წითელი ზონები. COVID-19-ის ლოკალური აფეთქებები უკვე იმდენად სერიოზულია, რომ მთავრობა წერტილოვან შეზღუდვებს არ გამორიცხავს.
საქართველოში ერთდროულად კორონავირუსის რამდენიმე ეპიცენტრი გამოვლინდა. შესაძლოა, მომატებული შემთხვევების გამო რამდენიმე სოფელი ჩაიკეტოს.
სახიფათო ზონაა კიდევ ერთ დასახელებულ პუნქტში, კერძოდ კი აჭარაში, ტექსტილის ერთ-ერთ საწარმოში ერთდროულად 90-მდე თანამშრომელია ინფიცირებული. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ მესამე ტალღა საქართველოსთანაც ახლოს არის. რამდენად ძლიერი და დამაზიანებელი იქნება ამჯერად ქვეყნისთვის, ეს დიდწილად ამავე ქვეყნის მოქალაქეებზეა დამოკიდებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება.