ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში ხანძარია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 3 ჰექტარამდე ეკალ-ბარდებს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანშრო-სამაშველო ბრიგადები.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. დაშავებული არავინ არ არის.