19 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ვის რა ფუნქცია ჰქონდა ჯგუფში, რომელიც კრიპტოვალუტით დაინტერესებულებს ფულს სძალავდა - "კურიერი" დაკავებულის ახლობელს ესაუბრა

დანაშაულებრივ-ორგანიზებული ჯგუფი კრიპტოვალუტით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ფულს სძალავდა -  საქმესთან დაკავშირებით "კურიერმა" დამატებითი დეტალები გაარკვია.

"კურიერმა" ბრალდების დადგენილება მოიპოვა. დადგენილებაში საუბარია, რომ 11 დაკავებულს დანაშაულებრივ სქემაში სხვადასხვა ფუნქცია ეკისრებოდა. 3 პირი იყო ორგანიზაციის დამფუძნებელი, დანარჩენები კი არიან ე.წ. ქლოუზერები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებოდნენ კრიპტოვალუტით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მათთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.

ერთ-ერთი ე.წ. 22 ქლოუზერი წლის მამუკა თუხარელია. კურიერი მის ახლობელს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ახალგაზრდები ლეგალურად იყვნენ დასაქმებულები.

"აქტივებს ყიდდნენ, ურეკავდნენ ვიღაცეებს და ხელფასი ჰქონდათ 3000. პატარა ბავშვები არიან. ორი ენა იცის იმ ბავშვმა, სულ ისეთი ბავშვები არიან," - განაცხადა დაკავებულის ახლობელმა.

იმავე ვერსიას ავითარებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატიც.

"არავითარი ორგანიზატორი, ხელმძღვანელი და გამოყოფილი პირები... ინტელექტუალური შრომით იყვნენ დაკავებული და რასაც გვედავებიან, ბრალდშერაცხული ქმედებები, კერძოდ, როცა საუბრობენ პირადი ინფორმაციის მოპოვებაზე, თაღლითობასა და შემდგომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ამაზე ბრალდების მხარეს მოუწევს სერიოზული მტკიცებულებების წარმოდგენა და არა იმ ვარაუდის დონეზე, რაც ამ ეტაპზე გააჩნია.

არაფერი არალეგალური ქვეყანაში არ ყოფილა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მიერ განხორციელებული არცერთი ქმედება და მათი საქმიანობა აბსოლუტურად ჯდებოდა კანონის ფარგლებში, რასაც ჰქვია მომსახურება," - განაცხადა ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.

დღის ამბები