17 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები ოპონენტების პარტიასთან ცოცხებით მივიდნენ

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტები ოპონენტების პარტიასთან ცოცხებით მივიდნენ, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ფოტოები იყო გაკრული.

მათ ოფისის კარზე სტიკერების გაკვრაც სურდათ. სწორედ ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება მხარდამჭერებს შორის.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.

დღის ამბები