04 სექტემბერი 2026,   03:56
ვრცლად
ბათუმში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაკავებული პირების სასამართლო პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ორი დღის წინ დაკავებული ორი პირის პროცესი მიმდინარეობს. 

პარალელურად, შენობასთან აქციას მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები მართავენ. ისინი მოითხოვენ მოსამართლემ არ გამოიყენოს სანქციები, ასევე მიმართავენ გენინსპექციას, შეისწავლოს დაკავების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები. 

ამბობენ, რომ დაკავების დროს აქტივისტებმა ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტები დღეს, 21 საათზე, ე.წ. კომენდანტის საათის კიდევ ერთხელ დარღვევას აპირებენ.

ისინი პროტესტის ნიშნად ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მოაწყობენ.

დღის ამბები