20 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა - ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, მოქმედი მოსამართლე შვილთან ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და დარჩა. 

"ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა. იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში,"- წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

დღის ამბები