COVID-19-ის გაზრდილი სტატისტიკა - 900-მდე დადასტურებული ფაქტი საქართველოში იანვრის შემდეგ არ ყოფილა.
ყველაზე მეტი დადასტურებული ლაბორატორიული შემთხვევა თბილისს უკავშირდება, სადაც 500 შემთხვევაა გამოვლენილი, დანარჩენი ნაწილდება რეგიონების მიხედვით, იქ, სადაც არის ვირუსის გავრცელების რისკები. ეს არის შიდა ქართლი, გურია და სამეგრელო, სადაც ადგილზე დასახლებულ პუნქტებში კარდაკარის პრინციპით უკვე 4 დღეა მოსახლეობის მიზნობრივი ტესტირება მიმდინარეობს.
ყველა ინდიკატორი მომატებულია, რომელიც ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებს აღნიშნავს და მარტო დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში 3.65%-ია, გაიზარდა ზეწოლა სამედიცინო დაწესებულებებზე.
ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 6000 პირია ინფიცირებული. სპეციალისტები კი მოქალაქეებს მოუწოდებენ, პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა ნუ დაავიწყდებათ, ასევე ვაქცინაციის მნიშვნელობას ახსენებენ.