საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი განმარტებით, რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი "კოვიდ 19-ის" საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.
ამასთან, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს.