19 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
ამოქმედდება ვებპორტალი, რომელზე დარეგისტრირებაც ვაქცინაციის მსურველ ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამოქმედდება ვებპორტალი, რომელზეც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად იმისა, თუ ვაქცინაციის პრიორიტეტულობის მიხედვით რომელ ჯგუფს მიეკუთვნება, შეეძლება დარეგისტრირება ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვებპორტალზე იქნება არჩევანიც ვაქცინებს შორის. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რეგისტრაციის შედეგები იმოქმედებს იმაზე, თუ რა ვაქცინა უნდა იყოს შემდგომში შემოტანილი:

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და მათ არჩევანს კიდევ უფრო მეტად გააფართოვებს, ეს არის ვებპორტალი, რომელიც გამოქვეყნდება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე, სადაც ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ განურჩევლად ჯგუფისა, წინასწარ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციის სურვილის დასაფიქსირებლად, ასევე მათ საშუალება ექნებათ აირჩიონ ყველა ის ვაქცინა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება საქართველოში ხელმისაწვდომი. ეს კვლევა დაგვეხმარება მივიღოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება და ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი თუ რა ვაქცინები იქნება შემდგომში შემოტანილი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები