აპირებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო გადახედოს გადაწყვეტილებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოქალაქეების გადმოსვლას შეეხება და ასევე ე.წ. გამშვებ პუნქტზე სწრაფი ტესტების დაყენებას.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგის ფარგლებში განიხილება და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი მიღებული გადაწყვეტილება.
"შარშან და წელს ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო თავის მხრივ აქტივობით, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სამწუხაროდ, დღემდე ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უწევთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და შესაბამისი მომსახურების მიღება. ჩვენ გავუწიეთ მომსახურება 1500-მდე ბენეფიციარს, რომელსაც ჰქონდა სხვადასხვა საჭიროება ჯანმრთელობის კუთხით და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს ყველანაირი გამარტივება იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც პანდემიის ფარგლებში არსებობს ქვეყანაში.
ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავს შემთხვევებს, რომელსაც დღეს აქვს ადგილი და მე ვიზიარებ მწუხარებას ამ ადამიანის ოჯახის წევრების, ჰქონდა წინა წლებშიც ადგილი, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოკუპირებული რეჟიმის თავიდან დასაღწევად, უწევთ სხვადასხვა გზით თავი დააღწიონ ამ რეჟიმს და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მათთვის ეს გზა გავამარტივოთ და დავიყვანოთ მინიმალურ რისკამდე.
ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებებს ჩვენ ვიღებთ საბჭოს ფორმატში. ჩვენ განვიხილავთ ყველა რისკებს, როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე სხვა რისკებს და ვცდილობთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს საკითხი საბჭოზე დგას და ალბათ უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებებს გავაცნობთ ადამიანებს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.