16 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
აეროპორტების გაერთიანებასა და საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ და საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ.

მემორანდუმის თანახმად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები სტაჟირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, ასევე კომპანიის მიერ ოპერირებად აეროპორტებში: ქუთაისში, მესტიასა და ამბროლაურში გაივლიან.

თანამშრომლობის ძირითადი მიზანია ავიაციაში პროფესიონალების აღზრდა. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სტუდენტებს დაეხმარება სრულყოფილი პროფესიული მომზადებისთვის სასწავლო პროცესში მათ მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული საქმიანობით განმტკიცებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

დღის ამბები