02 სექტემბერი 2026,   02:03
ვრცლად
დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდა

დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდა.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ნინო ბაგაშვილის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რიგ ქუჩებზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება.

მისივე თქმით, თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა ორი ძირითადი მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

"ცვლილება ეხება ინგოროყვას ქუჩას, რომელიც იქნება ორმხრივი. აღნიშნულ ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება, ლეონიძის ქუჩიდან.  ასევე ორმხრივი მოძრაობა დაწესდება ჟვანიას ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარედ, 9 აპრილის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩამდე.

აღნიშნული, კერძო ავტომობილების მძღოლებს საშუალებას მისცემს გადაადგილდნენ პირველი სკოლის მიმართულებით და უკან ინგოროყვას ქუჩის გავლით, ლეონიძის ქუჩის მიმართულებით.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მანქანების ნაკადი გაიზრდება. ცვლილება შეეხება ლორთქიფანიძისა და ლერმონტოვის ქუჩებს, რომელზეც შეიცვლება გადაადგილების მიმართულება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიქოძის ქუჩიდან დადიანის ქუჩის მიმართულებით", - განაცხადა ნინო ბაგაშვილმა.

დღის ამბები