17 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შემთხვევა და დეზინფექცია პარლამენტში - ვირუსი ირაკლი ზარქუასაც დაუდასტურდა

კორონავირუსი კიდევ ერთ დეპუტატს დაუდასტურდა. COVID-19-ით ინფიცირებულია ირაკლი ზარქუა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

"მეგობრებო, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, რომ ყველა რეგულაცია დამეცვა ზედმიწევნით, სამწუხაროდ მაინც დამიდასტურდა ეს ვერაგი ინფექცია არც სიცხე მაქვს, არც სხვა სიმპტომები ამ ეტაპზე თუმცა პსრ- ტესტმა დადებითი აჩვენა დღეს.. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას,"- წერს ირაკლი ზარქუა ფეისბუკზე.

ეს "ქართულ ოცნებაში" მეხუთე შემთხვევაა, რამდენიმე დეპუტატი ტესტირების პასუხს ელოდება.

დღეს პარლამენტში დეზინფექცია ჩატარდა, მიუხედავად შემთხვევების მატებისა საკანონდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

დღის ამბები