20 აპრილი 2024,   12:39
ვრცლად
აჭარაში მიტროპოლიტის რეზიდენციის ეზოში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა - სამართალდამცველებმა ის ადგილზევე დააკავეს

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ეზოში ცივი იარაღით შეიჭრა და სასულიერო პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ეპარქიის პრესსპიკერის ინფორმაციით, შემთხვევა, დაახლოებით, 16 საათზე მოხდა, 50 წლის მამაკაცმა რეზიდენციის კარი ფეხით შეამტვრია და ეზოში შეიჭრა. მისი შეჩერება იქვე მყოფმა სტიქაროსნებმა სცადეს, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ეპარქიაში ამბობენ, რომ მამაკაცს არ იცნობენ. როგორც მამა იოანე გორელიშვილი ამბობს, ის სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. 

დღის ამბები