საქართველოში დაბრუნებული აფგან მუხთარლის გამოკითხვა პროკურატურაში დღეს გაგრძელდება. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, გუშინ უწყებაში კვალიფიციური თარგმანი ვერც ერთმა სპეციალისტმა ვერ უზრუნველყო.
შეგახსენებთ, გამოძიება საქართველოში მუხთარლის გატაცების საქმეზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს. შემდეგ ის საზღვრის უკანონო კვეთის და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით აზერბაიჯანში ციხეში აღმოჩნდა, სადაც 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, საპატიმრო 2020 წლის მარტში დატოვა.