04 სექტემბერი 2026,   00:28
ვრცლად
გურიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გურიაში კვლავ საყურადღებო ეპიდვითარებაა, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 24 ფაქტი ოზურგეთში, ხოლო 9 - ლანჩხუთში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ჩოხატაურს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში იქ ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა. ყველაზე პრობლემურ სოფლებში: ნიგოითში, ჩოჩხათში და შრომაში ბლოკპოსტები კვლავ დგას და მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

ეპიდემიოლოგები კი ინფიცირებულთა კონტაქტების შესწავლას განაგრძობენ.

დღის ამბები