03 სექტემბერი 2026,   19:20
ვრცლად
"3 პატარა შვილი დარჩათ, ყველაზე უმცროსი 7 წლისაა"- ენგურის გადმოლახვის დროს დაღუპულ ცოლ-ქმარს, მშობლიურ სოფელში გადაასვენებენ

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მდინარე ენგურის გადმოლახვის დროს დაღუპულ ცოლ-ქმარს მშობლიურ სოფელში დღეს გადაასვენებენ.

მათ ენგურის ხიდზე ახლობლები გააცილებენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კი ოჯახის წევრები დახვდებიან. გალში უკვე გადაასვენეს კიდევ ორი დაღუპული. ისინი ორი დღის წინ სოფელ შამგონასა და სოფელ ორსანტიის მიმდებარედ იპოვეს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო გალელებს გადაადგილება და ზუგდიდში შემოსვლა რისკის ფასად უწევთ.

"ცუდ მდგომარეობაშია ხალხი, არ აქვთ არაფრის საშუალება. გადმოდიოდნენ, რომ ოჯახისთვის რაღაც ეყიდათ. იძულებულები იყვნენ წამოსულიყვნენ. 3 პატარა შვილი დარჩათ, მათგან ყველაზე უმცროსი 7 წლისაა,"- აცხადებს გარდაცვლილების ნათესავი.

 

დღის ამბები