26 აპრილი 2024,   22:44
ვრცლად
სულ მალე, კიდევ ერთი ანიმაციური ფილმი გამოვა - ანიმაციურ ფილმ "ფრენცის სასადილოზე" მუშაობა უკვე დასრულდა

სულ მალე, კიდევ ერთი ანიმაციური ფილმი გამოვა - "ჯიბის კაცის" შემქმნელებმა სულ ახლახანს ანიმაციურ ფილმ "ფრენცის სასადილოზე" დაასრულეს მუშაობა.

ფილმი სრულად საქართველოშია შექმნილი, თუმცა ტექნიკური ნაწილი ისევე როგორც წინა სურათის შექმნისას ახლაც ფრანგულმა სტუდიამ "ფილიმაჟმა" ითავა.

"ჯიბის სტუდია", რომელიც რამდენიმე წლის წინ არქიტექტორმა ანა ჩუბინიძემ დააარსა, ანიმაციური ფილმების შექმნის მიმართულებით მუშაობს, თუმცა სტუდიის მესვეურები ადგილზე ბავშვებისთვის აწყობენ ვორკშოპებსა და ექსკურსიებს, რათა მათ თავისი თვალით იხილონ ანიმაციური ფილმების შექმნის პროცესი.

დღის ამბები