06 სექტემბერი 2026,   18:28
ვრცლად
"თუ მესამე ტალღა რეალურად დაიწყო, ეს იქნება ძალიან დიდი ფართობების და მასშტაბების" - ეპიდემიოლოგები

ეპიდსიტუაციის ეტაპობრივად გაუარესების გამო სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მალე საქართველო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში აღმოჩნდეს.

სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ორ კვირაზე მეტია, ყოველდღიურად 600-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც თებერვლის დასაწყისის შემდეგ არ ყოფილა.

გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელიც და ის თითქმის სამ პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპებს ქვეყანაში, იმუნიზაციის პროცესი საქართველოში თითქმის 1 თვეა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ მხოლოდ 20 000-მდე ადამიანია აცრილი.

"თუ მესამე ტალღა რეალურად დაიწყო, ეს იქნება ძალიან დიდი ფართობების და მასშტაბების, და არასასურველ შედეგებს გამოიწვევს, როგორიც იყო მეორე ტალღის დროს და ალბათ, უფრო მეტსაც. ერთადერთი გზა გადარჩენისა - ეს არის ვაქცინაცია. ვალდებულები ვართ, მოვახდინოთ მოსახლეობის მინიმუმ 60-65%-ის ვაქცინაცია," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ.

მედიცინის აკადემიური დოქტორის კარდიოლოგიაში მაკა ბულეიშვილის განცხადებით, ქვეყანა მესამე ტალღას უახლოვდება და ინფიცირებულების მატება შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა.

დღის ამბები