08 მაისი 2024,   07:40
ვრცლად
ჩინური ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა - ჩინეთის CDC-ს დირექტორი

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, გაო ფუ უარყოფს, რომ  თითქოს მან ”აღიარა” ჩინური COVID-19 ვაქცინების დაცვის დაბალი მაჩვენებელი.

"ეს იყო სრული გაუგებრობა", - აღნიშნავს გაუ ფუ. 

"მსოფლიოში ყველა ვაქცინის დაცვის მაჩვენებელი -ზოგჯერ მაღალია და ზოგჯერ დაბალი. როგორ უნდა გავაუმჯობესოთ მათი ეფექტურობა, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილონ მსოფლიოს მეცნიერებმა. 

ამ მხრივ, მე ვთავაზობ, რომ შეგვიძლია განვიხილოთ ვაქცინაციის პროცესის კორექტირება, მაგალითად, დოზების რაოდენობა და ინტერვალები, სხვადასხვა ტიპის ვაქცინებზე თანმიმდევრული ვაქცინაციის მიღება”, - ამბობს ის Global Times-თან ინტერვიუში. 

მისი აზრით, ვაქცინაციის სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს.

"ვაქცინები სამართლიანად უნდა იქნას გამოყენებული და გაზიარებული მსოფლიოში. თუ მსოფლიო არ იზიარებს ვაქცინებს, ვირუსი გაიზიარებს მსოფლიოს", - აღნიშნა გაომ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონფერენციაზე გაომ ჩინური ვაქცინების დაბალეფექტიანობაზე ისაუბრა - მისი თქმით, ბუსტერული (გამაძლიერებელი) დოზების და ახალი ტექნოლოგიის ვაქცინების გამოყენების საკითხს განიხილავენ. 

დღის ამბები