29 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
ჩინეთში ამბობენ, რომ მათ ვაქცინებს დაბალი ეფექტიანობა აქვთ

ჩინეთი აცხადებს, რომ ქვეყანაში წარმოებული ვაქცინები ეფექტიანი არ აღმოჩნდა და ბუსტერული (გამაძლიერებელი) დოზების და ახალი ტექნოლოგიის ვაქცინების გამოყენების საკითხს განიხილავენ, ამის შესახებ "ევრონიუსი" წერს. 

"ჩინურ ვაქცინებს არ აქვთ დაცვის მაღალი მაჩვენებელი" - განაცხადა კონფერენციაზე ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გაო ფუმ

პეკინს სხვადასხვა ქვეყნისთვის ასობით მილიონი დოზა აქვს გაგზავნილი.

ჩინეთის ოფიციალურ პირებს გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გაოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პასუხი არ გაუციათ, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რნმ-ზე დაფუძნებულ ვაქცინებზე მუშაობენ. 

"სინოვაკის" ვაქცინამ ინფექციისგან დაცვის 50.4% აჩვენა. ჩინეთში ვაქცინის 164.4 მლნ დოზა არის ადმინისტრირებული. ამასთან, ორმა კომპანიამ - "სინოვაკმა" და "სინოფარმმა" ვაქცინები მსოფლიოს 22 ქვეყანაში გაგზავნა - მათ შორის მექსიკაში, თურქეთში, ინდონეზიაში, ბრაზილიასა და თურქეთში. 

დღის ამბები