19 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
"ეს ინფორმაცია ჩემგან არ გაჟღერდება" - პაატა იმნაძე მეგი ბაქრაძის დიაგნოზზე

ჰქონდა თუ არა მეგი ბაქრაძეს COVID-19 და ხომ არ დაუშვა ტესტმა შეცდომა. ამ თემასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე შეკითხვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს დაუსვეს. პაატა იმნაძემ პასუხის გაცემა გამოძიების პროცესის გამო არ ისურვა:

"სანამ საქმე არის გამოძიებაში და მე გამოძიებას ვაძლევ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია ჩემგან არ გაჟღერდება და ადვოკატები რასაც გააჟღერებენ, ეს მათი ნებაა," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მისი მდგომარეობა კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ დამძიმდა, რომელიც ახალციხეში, კლინიკა "იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გარდა 116-ე მუხლისა, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, გამოძიება 370-ე მუხლის მეორე ნაწილითაც (ცრუ ჩვენების მიცემა) მიმდინარეობს. ცრუ ჩვენების მუხლით ბრალი ორ ექიმსა და ერთ ექთანს აქვს წარდგენილი და მათ სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

დღის ამბები