დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში რეინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევების რაოდენობა მატულობს.
"სამწუხაროდ, ასე აღმოჩნდა, რომ მთელ მსოფლიოში რეინფიცირების რიცხვი იზრდება. პირველადი შეფასება, რომ შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო ხელმეორე ავადობა დამახასიათებელი კოვიდ 19-ისთვის, არ შეესაბამება რეალობას.
ადამიანები მთელ მსოფლიოში მეორედ ხდებიან ავად, განსაკუთრებით, ეს შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს იმ ქვეყნებსა და ტერიტორიებს, სადაც პირველი შემთხვევათა დიდი რაოდენობა დაკავშირებული იყო ერთ შტამთან და ახლა ცირკულირებს განსხვავებული შტამები, მათ შორის, ალბათ, საქართველოც არის, სადაც შესაძლო მუტირებული შტამების ცირკულაცია საკმაოდ მაღალ პროცენტს აღწევს,"-აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.