19 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
ეს არის რუსული ოკუპაციის შედეგი და არა კორონასი - პაატა იმნაძე ენგურზე გარდაცვლილებზე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ოკუპირებული გალიდან მდინარე  ენგურზე გადმოსვლის დროს გარდაცვლილების საკითხზე აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაციის შედეგი კოვიდპანდემიას არ უნდა გადავაბრალოთ. 

"მე ძალიან არ მომწონს ის, რომ სუფთა რუსული ნარატივით ხდება ოკუპაციის პრობლემების კორონაზე გადატანა ყურადღების. აქ რუსულ ოკუპაციაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ და იმაზე, რომ ამ ადამიანებს თავისუფალი გადაადგილება აქვთ საზღვარზე შეფერხებული და არა კორონაზე. მე მგონი, პირველ რიგში, ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს რუსული ოკუპაციის შედეგია.

მეორე, საქართველოში ნებისმიერი ტერიტორია, რომელიც რისკით უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენი რეგიონები, იგივე კარგად გვახსოვს ჩვენ, რომ მსგავსი რეჟიმი მუშაობდა ქვემო ქართლში, მესტიაში. როდესაც ავადობა გაცილებით მეტია ერთ რეგიონში და უფრო მეტი საშიშროებაა, ვიდრე მეორეში, ეს არის ძალიან ნორმალური მოვლენა ქვეყნის შიგნით. ასე რომ, ამას, ძალიან გთხოვთ, ნუ აურევთ ერთმანეთში - რუსულ ოკუპაციას და კორონას გავრცელების გამო რეგიონებში დაწესებულ გარკვეულ გადაადგილების შეზღუდვებს.

ეს არის რუსული ოკუპაციის შედეგი, რომ ხალხი იძულებულია და არა კორონასი," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები