06 სექტემბერი 2026,   17:49
ვრცლად
თბილისში ვაქცინაციაში ჩართული პირების რაოდენობა ყოველ დღე მზარდია - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციაში ჩართული პირების რაოდენობა ყოველ დღე მზარდია, განსაკუთრებული აქტივობა - 70% , თბილისშია. 

"ვაქცინაციის მიმართ მიმართვიანობა იზრდება. ჩვენი პროგრამა ძალიან რთულად დაიწყო და ბევრი დრო დასჭირდა იმას, რომ პირველი ტრაგიკული ეპიზოდის შემდეგ, რასაც ჩვენი კოლეგის გარდაცვალება მოჰყვა, ნდობა ვაქცინაციის პროგრამის მიმართ აღდგენილიყო. ვაქცინაციაში ჩართული პირების რაოდენობა ყოველ დღე მზარდია, განსაკუთრებით კი თბილისში. აქტივობის 70% თბილისზე მოდის. რეგიონებში კი აქტივობა ნამდვილად გასაზრდელია,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

დღის ამბები