17 ნოემბერი 2024,   06:03
ვრცლად
ოპოზიციის განცხადებებით, ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლება პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში უკვე 5 საათია მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცავები, აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები.

რაც შეეხება ოპოზიციას, მათი განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლება პოლიტიკურ კრიზისს  ვერ განმუხტავს.

"შეუძლებელია, რომ ნიკა მელია არ იქნეს გათავისუფლებული. ეს შეიძლება მოხდეს დღეს, შეიძლება ხვალ, ან ზეგ. ეს არის დროის საკითხი. ნიკა მელიას გათავისუფლება მოლაპარაკების პროცესში არაფერს არ ცვლის. პირიქით, მძევლის აყვანის შემდეგ, რაღაც კომპრომისებზე და დათმობებზე დაყოლიება ეს არის ტერორისტების მეთოდი და  მოლაპარაკების პროცესს ამ შემთხვევაში, ძალიან დიდ ლაქას ადებს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ ყველა იმ ცვლილების გარეშე, რასაც ოპოზიცია მოითხოვს, საუბარია ვადამდელ არჩევნებზე, რურუას გათავისუფლებასა და ასევე, პოლიტდევნის შეწყვეტაზე, ენმ-ის თავმჯდომარის პატიმრობიდან გათავისუფლება პოლიტიკურ მდგომარეობაზე დადებითად ვერ იმოქმედებს.

"ნიკა მელიას რომ გაუშვებენ, ამის შემდეგ ვადამდელი არჩევნების, ყველა იმ ცვლილების გარეშე, რურუას გათავისუფლების გარეშე და პოლიტიკური დევნის გაჩერების გარეშე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მაინც ვერ მოხდება," - აცხადებს გიგა ბოკერია.

დღის ამბები