ნიკა მელიას ადვოკატი ბექა ბასიალაია აცხადებს, რომ "მაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პატიმრობაში დატოვება "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო.
"ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძვლები არ აქვს. ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თუ იქნება საერთაშორისო წნეხი, ჩახნაშვილი გაათავისუფლებს ნიკა მელიას, არ იქნება წნეხი, ასეთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის სურვილის შესაბამისად, კვლავ დატოვებს პატიმრობაში. აქ სამართლებრივ პროცედურებზე საუბარი არის. პროკურორმა პირდაპირ თქვა, რომ პატიმრობის საფუძვლები არ არის ნაკლებად მძიმე აღკვეთი, გირაოს საფუძველი არსებობს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია პირი პატიმრობიდან გაათავისუფლოს. ეს არის სასამართლოს ანა-ბანა," - განაცხადა "დღის კურიერში" ნიკა მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.