17 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
სასამართლოს ჰქონდა დაკვეთა დაეტოვებინა ნიკა მელია პატიმრობაში, რათა გახდეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანი - ადვოკატი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის შეფასებით, სასამართლოს ჰქონდა პოლიტიკური დაკვეთა, რომ ნიკა მელია პატიმრობაში დაეტოვებინა.

კონდახაშვილის თქმით, რეალური მიზანი მელიას პატიმრობა იყო.

"დღეს სასამართლო დარბაზში ყველაფერს ფარდა აეხადა, რომ რეალურად მათი მიზანი იყო ნიკა მელიას პატიმრობა და დღესაც მოითხოვეს ნიკა მელიას პატიმრობა. სასამართლოსაც, რა თქმა უნდა, ჰქონდა დაკვეთა, რომ ნიკა მელია დაეტოვებინა პოლიტიკურ პატიმრობაში, რათა შემდგომში მისი პატიმრობა გახდეს პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. ეს არის ძალიან მარტივი ჭეშმარიტება," - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

სასამართლომ ნიკა მელია დღეს კვლავ პატიმრობაში დატოვა - ამის შესახებ სასამართლო დარბაზში მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ნიკა მელია მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.  შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აპრილს არის ჩანიშნული.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება სასამართლომ 17 თებერვალს მიიღო. საფუძვლად ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობა დასახელდა. "ნაცმოძრაობის" ლიდერი პარტიის ოფისში 23 თებერვალს სპეცრაზმის შესვლის შემდეგ აიყვანეს.

დღის ამბები