19 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
არცერთი პირდაპირი მტკიცებულება დავით კოდუას წინააღმდეგ საქმეში არ არის - ადვოკატი

ბიზნესმენ დავით კოდუას დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ უკვე სასამართლო იმსჯელებს. წინასწარ არის ცნობილი, რომ კოდუა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, პროკურატურა კი პატიმრობას მოითხოვს. 

დავით კოდუას უფლებადამცველის, მუხრან ღურწკაიას თქმით, საქმეში კოდუას წინააღმდეგ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ დევს, ამიტომ მას არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა. შესაბამისად, გადმოგვეცა მტკიცებულებები და ამ მოკლე პერიოდში მტკიცებულებებს სრულად გავეცანით. მართლა, არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, საქმეში არ არის, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა. შესაბამისად, სასამართლოს წინაშე დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ მას აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა არ შეეფარდოს და გაუქმდეს მისი პატიმრობა,"-აცხადებს ადვოკატი. 

დღის ამბები