24 აპრილი 2024,   23:58
ვრცლად
სასამართლომ "ლელოს" 5 წევრის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს

"ლელოს" ხუთი წევრის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს.

საბა ბუაძეს, ირაკლი კუპრაძესა და პარტიის კიდევ 3 წარმომადგენელს პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ისინი 19 თებერვალს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს და მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

სამართალდამცველების მტკიცებით, "ლელოს" წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელთან წარწერის გაკეთება უნდოდათ, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ. პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ სასამართლოს დღეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღის ამბები