ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებული ბიზნესმენ დავით კოდუას მეუღლის ნათია გედევანიშვილის განცხადებით, მისი ქმრის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. გედევანიშვილის აღწერს, თუ რა მოხდა იმ ღამეს, როცა კოდუა დააკავეს.
"სიტყვიერი შელაპარაკება იყო უბრალოდ, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თვითონ ბეჭდავდნენ, ჩვენ ხელი მოვაწერეთ და წაკითხული არ გვაქვს. ბევრი მედიკამენტი გვქონდა მიღებული, ღამის საათები იყო, დილამდე გაიწელა და ისე მოვაწერეთ ხელი. გვაჩქარებდნენ, თქვენ ცოდოები ხართ, წაკითხვა რომ მოვინდომე, არ არის საჭიროო. შემაკავებელს ვითხოვთ, ჯიკაობას ჰქონდა ადგილი. დათოს წასვლა უნდოდა, კონფლიქტი რომ დაიწყო სიტყვიერი და რომ არ გადაზრდილიყო... უბრალოდ მკრა ხელი და დავვარდი, სავარძელს დავარტყი," - განაცხადა დავით კოდუას მეუღლემ ნათია გედევანიშვილმა.
ძალადობის ფაქტს უარყოფს დავით კოდუას შვილიც.
"კომენდანტის გამო მოვუწოდეთ, რომ არ წასულიყო გარეთ, იმიტომ, რომ დაჯარიმებულიყო და ამის შემდეგ გამოვიძახეთ პოლიცია. გვინდოდა უბრალოდ, რომ აგვეცილებინა პრობლემა. ლიფტი რომ გაიღო და უნდოდა წასვლა, ამ მომენტში ვაკავებდით, გამიშვითო და დაეცა ნათია... ლიფტთან არის სავარძელი, ასე არ დამინახავს, დათოზე ვიყავი გადართული," - აღნიშნა დავით კოდუას შვილმა კატო კოდუამ.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ბიზნესმენ დავით კოდუას აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა ითხოვს, რომ ცოლზე და შვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს. დაცვა კი ირწმუნება, რომ არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება.