ქუთაისში ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. მოქალაქეები პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ და რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.
მათი თქმით, რაც ხდება ხეობაში დაუშვებელია. ამასთან დანაშაულია, სამართალდცველების ქმედება, რომლებმაც ჯებირები აღმართეს და ადამიანებს არბევენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ჰესის მშენებლობას იმაზე მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება, ვიდრე გუმათშია, ამიტომ გუმათში მსვლელობას და აქციაზე შეერთებას თავადაც აპირებენ.
იქამდე კი, ქალაქის ცენტრში შეჩერდებიან და მერიასთან რამდენიმე წუთით გზას გადაკეტავენ