20 აპრილი 2024,   01:58
ვრცლად
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, თუ ხელისუფლება ადეკვატურად არ იმოქმედებს, ქვეყნის მასშტაბით პიკეტირებას დაგეგმავენ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გასული ღამე ქუთაისის ცენტრში გაათენეს. დღეს დილიდან კი ისინი კვლავ გუმათში გადანაცვლებას აპირებენ.

აქტივისტების თქმით, იმ შემთხვევაში კი, თუ ხელისუფლება ადეკვატურად არ იმოქმედებს, გეგმაშია მთელი საქართველოს მასშტაბით პიკეტირების ორგანიზება, გზების პარალიზება და დემონსტრაციების დედაქალაქში გადმონაცვლება.

პროტესტმა გუმათიდან ქუთაისში გუშინ მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც აქტივისტების კოლონა, რომელიც ქუთაისიდან მათთან მიდიოდა, გადაკეტილი გზის გამო შეფერხდა.

დღის ამბები