04 სექტემბერი 2026,   12:33
ვრცლად
დაკავებული წულუკიძეებისა და ჭელიძის მამები, შვილების დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ

ნამახვანჰესთან დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებული წულუკიძეების მამა და ასევე, ირაკლი ჭელიძის მამა საკუთარი შვილების უდანაშაულობაზე საუბრობენ. ამასთან, დაკავებულების მამები შვილების დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

"აყვანის პროცესში არაადამიანურად იქცეოდნენ და ეს არის უბრალოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმე. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან, იყვნენ თბილისში, მელიას დაჭერის დროსაც, ეს ყველამ იცის და ამიტომ ხდება ასეთი რაღაც. ამათმა მოითხოვეს, რომ მაგისტრი მოსამართლის მიერ მომხდარიყო მათი დაკითხვა, მაგრამ როგორც ვნახეთ, ღამე 12 საათზე 100 კაციანი ჯგუფი ამოვიდა, ვითომ ტერორისტებს იჭერდნენ," - აღნიშნა ირაკლი ჭელიძის მამამ ჯემალ ჭელიძემ

დაკავებული წულიკიძეების მამის, დავით წულუკიძის თქმით, მისი შვილები უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვიან.

ცნობისთვის, აჭარაში სამართალდამცავებმა 3 პირი -  მოჭიდავე, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე და ასევე ირაკლი ჭელიძე დააკავეს. ისინი საცხოვრებელი სახლებიდან აიყვანეს. დაკავებულებს ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ.

დღის ამბები