ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება. რიონის ხეობაში, ამ დროისათვის, ისევ იმყოფებიან აქტივისტები და რიონის ხეობის მცველები. ადგილზე იმყოფებიან "ქართული მარშის" წევრებიც - ადგილზე შეკრებილები რკინის ბარიკადების აღებას ითხოვენ, რომლითაც გზაა გადაკეტილი. ცოტა ხნის წინ გაიმართა მსვლელობა, აქტივისტებმა გუმათჰესიდან სოფელ გუმათისკენ გადაინაცვლეს
რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მათი აქციის დისკრედიტაციის მიზნით, სოფელ გუმათში სხვადასხვა ჯგუფები იმყოფებიან, რომლებიც, შესაძლოა, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, რიონის მცველები ყოველგვარ ძალადობას ემიჯნებიან და მოსალოდნელ პროვოკაციაზე ინფორმაცია ადგილზე მყოფ პოლიციას უკვე მიაწოდეს.
ნამახვანჰესის პროტესტის შესაერთებლად თბილისიდან აქტივისტი დომენიკო მანგო (კუკური ბარამიძე) თანამოაზრეებთან ერთად წავიდა. როგორც ის ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს. ისინი ნამახვანისკენ რამდენიმე ავტობუსით მიემგზავრებიან, რათა "შიდა ბორდერიზაცია" გააპროტესტონ.