19 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
სასამართლო გიორგი მუმლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

მოძრაობა "საქართველოსთვის"  ლიდერ გიორგი მუმლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. მას ბრალის დადგენილება უკვე გააცნეს. სამართალდამცავები მუმლაძეს დაუმორჩილებლობას და პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. ადვოკატის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორმა მოკვლევა კონკრეტული პოლიციელების წინააღმდეგაც დაიწყო. პროცესის პარალელურად აქცია მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოსთან. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ გიორგი მუმლაძე სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდეს, რადგან მისი პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

გიორგი მუმლაძის ადვოკატის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახედ 5000 ლარიანი გირაოს მოთხოვნას აპირებს, თუმცა დაცვის მხარე ამაზე დათანხმებას არ აპირებს და მუმლაძის გათავისუფლებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, თუ სასამართლო უპირობოდ გათავისუფლებას არ დათანხმდა, მაშინ დაცვის მხარე სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორების პირად თავდებობას შესთავაზებს.

ადგილზე შეკრებილი აქტივისტების თქმით, შექმნილია საბანკო ანგარიშიც, რომელზეც მას შემდეგ, რაც აღკვეთის ღონისძიების სახე გაირკვევა, თანხის შეგროვებას დაიწყებენ.

დღის ამბები