03 სექტემბერი 2026,   13:44
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთში სამი საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

სამცხე-ჯავახეთის სამ სკოლაში პედაგოგებს და მოსწავლეებს Covid-19 დაუფიქსირდათ, რის გამოც ახალციხის ერთ და ადიგენის ორი სკოლა​ სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკლასო ოთახებიდან ონლაინ გადაინაცვლეს ქალაქ ახალციხის N1, ადიგენის სოფელ არლისა და სოფელ ენთელის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

ადგილობივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს გაფართოებული კვლევა.

დღის ამბები