03 სექტემბერი 2026,   13:44
ვრცლად
ლაგოდეხის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს Covid-19 დაუდასტურდათ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძონს. მიზეზი კორონავირუსია.

Covid19 მერიის სამ, ხოლო საკრებულოს 7 თანამშრომელს დაუფიქსირდა. რის შედეგადაც დაწესებულება დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.

დისტანციური სწავლების რეჟიმზეა გადასული ლაგოდეხის მესამე და მაწიმის საჯარო სკოლები, ასევე ლაგოდეხის პირველი საბავშვო ბაღიც.

ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს გაფართოებული კვლევა, გამოვლენილია 150-მდე ინფიცირებული თუმცა, ეს ციფრები ჯერჯერობით პანიკის საფუძველს არ იძლევა. ასევე არ განიხილება რაიმე სახის შეზღუდვა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სწრაფ გავრცელების ტენდეცია ბოლო ერთი კვირა შეინიშნება, რაზეც სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ გამოვლენილი შემთხვევების უმრავლესობა, ე.წ ბრიტანული შტმია რასაც სწრაფი გავრცელება და ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება ახასიათებს.

დღის ამბები