19 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებულ პირს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

"საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ნიკა წურწუმია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ის უფლებადამცველმა მოინახულა.

ადვოკატის თქმით, ნიკოლოზ წურწუმიამ საქართველოს ბანკში შეჭრით პროტესტის უკიდურესი ფორმა გამოხატა. უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

"ერთი რამ გააჟღერა უბრალოდ... ჩემს ორსულ მეუღლეს და 80 წლის ბებოს, როდესაც არც არავინ არ გვეხმარება და სახლში რომელშიც ვცხოვრობდით, მოიჯარეები მეუბნებოდნენ რომ დამეცალა ბინა, ეს იყო პროტესტის უკიდურესი გამოხატულება. არ არის ცეცხლსასროლი იარაღი და შესაბამისად, 236-ე მუხლი უნდა მოიხსნას მისი ბრალდებიდან,“ - ამბობს ადვოკატი. 

ცნობისთვის, თბილისში, მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, "საქართველოს ბანკის"  ერთ-ერთ ფილიალს გუშინ ერთი პირი - ნიკოლოზ წურწუმია თავს დაესხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. წურწუმია მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული. 

დღის ამბები