რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდ სოსონიუკი დააკავა.
რუსული მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავეს.
"16 აპრილს, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი დიპლომატი - სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა, რომელსაც გადაეცა საიდუმლო მონაცემები რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და "ეფესბეს" მონაცემთა ბაზებიდან," - აცხადებენ უშიშროების ფედერალურ სამსახურში და აღნიშნავენ, რომ ეს საქმიანობა შეუთავსებელია დიპლომატიური თანამშრომლის სტატუსთან და რუსეთის ფედერაციის მიმართ მტრულ ხასიათს ატარებს.