28 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი ჯერ "ძლიერი საქართველოს", შემდეგ კი "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებს შეხვდა.

როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ელენე ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მსჯელობის საგანი რაიმე კონკრეტული არ ყოფილა და სალომე ზურაბიშვილს მათი ნაბიჯების შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა.

"მინდოდა საუბარი ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე, აზრების გაცვლა, კონსულტაცია იყო, განსაკუთრებული არაფერი დაგვიგეგმავს. ვისაუბრეთ ყველა მიმართულებით, რაც არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანები - ეს არის არაღიარება და ამის გაგრძელება, ეს არის ამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია, რაც გაცხადებული გვაქვს, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანა. ზოგადად, წინააღმდეგობის აუცილებლობა, არის ჩვენი ამოცანა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღის ამბები