19 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ხევსურეთსა და თუშეთში კოშკების რეაბილიტაცია იწყება

18 აპრილს ძეგლების და ისტორიული ადგილების დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ფონდმა პრეზენტაცია გამართა, სადაც ხევსურეთის და თუშეთის 2 წლიანი პროექტის შესახებ ისაუბრეს.

ორწლიანი პროექტის ფარგლებში ხევსურეთში ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია იგეგმება.

"ერთი პროექტი განხორციელდება ხევსურეთში, ეს გახლავთ არხოტის თემში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია. მეორე კი, თუშეთში. თუშეთი საქართველოში ეკოტურიზმის სიცოცხლისუნარიანი განვითარების კერაა,"- აცხადებს საქართველოს ეროვნული ფონდის თანათავმჯდომარე მარინა მიზანდარი.

დღის ამბები