გურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები გაძარცვეს. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში, ეს ქურდობის მეორე ფაქტია. ათობით საფლავიდან მოხსნილია ალუმინის კონსტრუქცია.
ჩუმლაყელები ფიქრობენ, რომ ქურდობა ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა, რადგან დღისით საეჭვო არავინ შეუნიშნავთ.
სასაფლაოს დაცვა არ ჰყავს და არც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.