19 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
ნაკაშიძის ქუჩაზე დაჭრილი პირი და თავდამსხმელი, რომელიც "გლოვოს" კურიერის ეკიპირებით "გადაადგილდებოდა კლინიკაში გადაიყვანეს

სროლა თბილისის ცენტრში - ნაკაშიძისა და ნასიძის ქუჩის კვეთაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ლევან ათანელიშვილი, რომელსაც ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

ლევან ათანელიშვილი შემთხვევის დროს მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, დაჭრილის თანმხლები პირი ვითარების განეიტრალებას შეეცადა, რა დროსაც თავდამსხმელსა და თანმხლებ პირს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავებულია თავად თავდამსხმელიც. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილიც და თავდამსხმელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით გარჩევა აქამდე არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

თავდამსხმელი საპატრულო პოლიციამ ადგილზე დააკავა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

თავდამსხმელი სავარაუდოდ შენიღბვის მიზნით, "გლოვოს" კურიერის ეკიპირებით, ჩანთით და მოპედით გადაადგილდებოდა, თუმცა არსებული ინფორმაციით ის კომპანის თანამშრომელი არ არის. 

დღის ამბები