24 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
ლანჩხუთში მოკლული 46 წლის მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

ლანჩხუთში მოკლული 46 წლის მამაკაცი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი საძოვრებზე იმყოფებოდა, სადაც მკვლელობა მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

დღის ამბები