რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი სამშობლოში ჩამოასვენეს.
ცხედარს ოჯახის წევრებთან ერთად ქართველი ლეგიონერებიც დახვდნენ. ჩამოსვენების საკითხები უკრაინამ და საქართველომ ერთობლივად უზრუნველყვეს.
"დამირეკეს მამაჩემის თანამებრძოლებმა და შემატყობინეს ამ ფაქტის შესახებ. ძალიან სამწუხარო და დიდი ტრაგედია იყო ჩემი ოჯახისა და სანათესაოსთვის. სახელმწიფო იღებს თავის თავზე დაკრძალვას, სასაფლაოს საკითხებს, ყველანაირ ხარჯებს ისინი დაფარავენ,"- აღნიშნავს დავით შარტავას შვილი გიორგი შარტავა.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ დაკარგა კიდევ ერთი გმირი დავით შარტავას სახით. მე მის ოჯახს, მის ახლობლებს და სრულიად ქართველ ვაჟკაცებს - მეომრებს ვუსამძიმრებ და ქართული ლეგიონის ბიჭებს, რომლებიც ამ წუთასაც თავის საქმიანობას ასრულებენ, საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.
ფაქტი ის არის, რომ ქართველი მებრძოლები ეცემიან ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთთან ბრძოლაში," - აცხადებს ქართული ლეგიონის წარმომადგენელი შმაგი ჩოხელი.