07 მაისი 2024,   02:09
ვრცლად
ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებულ სამართალდამცველებს ბრალს დღეს წაუყენებენ

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა - ამ მუხლით დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ წარმომადგენელს ბრალს დღეს წაუყენებენ.

საქმეში იაღლუჯის ბაზაზე მომხდარი სამი სავარაუდო დანაშაულის სხვადასხვა ეპიზოდი ფიგურირებს - მათ შორის არის სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ კბილის ჯაგრისებით ყაზარმის საპირფარეშოს იატაკის წმენდის განკარგულება.

საქმის ძიება ომბუდსმენის ზედამხედველობით მიმდინარეობს. ერთ-ერთი დაკავებული, ცვლის უფროსი გოგიტა ბიჩინაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

 

დღის ამბები