19 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
თბილისში 30 წლამდე მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა და ხელი მოტეხა

თბილისში 30 წლამდე მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა და მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ფიზიკური ძალადობის დროს ქალი 3 თვის ორსული გახლდათ. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

"რუსთავი2"-ს შსს-ში დაუდასტურეს, რომ მამაკაცი უკვე დაკავებულია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

დღის ამბები