26 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
სლოვაკეთი ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

სლოვაკეთი ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუს დიპლომატებს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ერთკვირიანი ვადა აქვთ.

სლოვაკეთის ეს ნაბიჯი არამეგობრულად შეაფასეს რუსეთის საგარეო უწყებაში. მარია ზახაროვამ სლოვაკეთის გადაწყვეტილებას ფსევდოსოლიდარობა უწოდა და განაცხდა, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მალე მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა, რის პასუხადაც ოფიციალურმა მოსკოვმა 20 ჩეხი დიპლომატი პერსონა ნონგრატად გამოაცხადა.

დღის ამბები