ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 303751 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 1222 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 285971-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 18 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 4025 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 23888 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 6974 , PCR ტესტით 16914.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 966 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 567 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 77, ქვემო ქართლი - 30, შიდა ქართლი - 21, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 729, საიდანაც: 3 582 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 970, აჭარაში - 422, იმერეთში - 397. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 611 პირი, მათ შორის, თბილისში - 295, აჭარაში - 66, იმერეთში -86. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 121 პირი, მათგან თბილისში - 85, აჭარაში - 10, იმერეთში - 7. 717 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 407 - თბილისში, 287 - აჭარაში. 9 430 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 6 ოქტომბრიდან - 24 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 518 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 396 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 823 პირი, აჭარაში - 2 484, იმერეთში - 1 196.